Home კულტურა ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონკურსი “დედაენა ქართული”გაიმართება

[:ka]ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონკურსი “დედაენა ქართული”გაიმართება[:]

0
1565

[:ka]

2018 წლის 14 აპრილს ,,რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაცია“ პროექტის „დედაენა ქართული“ განხორციელებას ქვემო ქართლის რეგიონში იწყებს. პროექტის პირველი ეტაპი 4 აპრილს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაიწყო და 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე დასრულდება. ქვემო ქართლის რეგიონის გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართება საქართველოს პარლამენტში.

4 აპრილს, პროექტის ფარგლებში ბოლნისი მუნიციპალიტეტის 32 საჯარო და 2 კერძო სკოლაში გამოცხადდა კონკურსი ბლოგური თემის ფორმატში, სახელწოდებით „დედაენა ქართული“.

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება 14 აპრილს ბოლნისის სიონში შედგება, სადაც I, II და III ადგილზე გასულ პროექტის მონაწილეებს, სკოლების დირექტორებსა და ქართული ენის პედაგოგებს საზეიმო ვითარებაში სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები გადაეცემათ.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს ბოლნისის ეპარქია, ენის სახელმწიფო პალატა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი და მისი ადმინისტრაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტი, ასევე სხვა სახელმწიფო და კერძო უწყებები. პროექტის მედია პარტნიორია მედია პლატფორმა “სინომედია”.

[:]

NO COMMENTS