Home კულტურა ჩინელი მხატვრის მიერ დანახული პარიზი

[:ka]ჩინელი მხატვრის მიერ დანახული პარიზი[:]

0
1360
[ფოტო/chinadaily]

[:ka]

პარიზი ეს ის ქალაქია, რომლის მშვენებით უამრავი ხელოვანი შთაგონებულა და შემდგომ შექმნილა ნაწარმოებები, ნახატები, ფილმები. პარიზის მშვენებით მოხიბლულ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება ჩინელი მხატვარი იანგ იულუნგიც.

2016 წელს, პარიზში მიმდინარე პერსონალური გამოფენის დროს, ქალაქით მოხიბლულმა იანგმა ათობით ნახატი შექმნა.  მხატვრის მიერ აკვარელით შესრულებულ ნახატებში ყოველდღიური პარიზის მშვენებაა ასახული.

20 აპრილს, 798 ხელოვნების რაიონში, Ici Labas საგამოენო დარბაზში იგეგმება გამოფენა, სადაც თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა იანგ იულუნგის შემოქმედება იხილოთ. პარიზის ამსახველ სურათებთან ერთად, საგამოფენო სივრცეში ხელოვანის მიერ აკვარელით შესრულებული სხვა ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.

„ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მომენტებია ასახული ჩემს ნახატებში. ისინი ჰგავს მზის სინათლეს, რომელიც ავლენს ცხოვრების სხვადასხვაგვარ ეტაპებს და გვაძლევს ენერგიას, რათა ვიპოვოთ ძალა და ნავიგაციის საშუალებით გადავლახოთ სირთულეები“, განაცხადა იანგმა.

[ფოტო/chinadaily]
[:]

NO COMMENTS