აპრილი24 , 2024
ბიზნესიHuawei-იმ 2018 წლის მსოფლიო სატელეკომუნიკაციო კონგრესზე 8 ჯილდო მოიპოვა

[:ka]Huawei-იმ 2018 წლის მსოფლიო სატელეკომუნიკაციო კონგრესზე 8 ჯილდო მოიპოვა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

26 თებერვალს ესპანეთის დედაქალაქ ბარსელონაში Mobile World Congress(MWC) გაიხსნა.

კონგრესზე ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე არაერთი კომპანია იყო წარმოდგენილი. უამრავ კომპანიათა შორის ადგილი ეჭირა ჩინეთის სატელეკომუნიკაციო გიგანტს Huawei-საც. მას აღნიშნულ კონგრესზე 3 ცალკეული სტენდი ეჭირა. კომპანიამ გამოაქვეყნა ძირითადი განცხადებები, რომელიც ხაზს უსვამს კომპანიის მნიშვნელობასა და ადგილს მობილური ინდუსტრიის სფეროში.

2018 წლის Mobile World Congress-ზე Huawei-მ 8 “Glomo” დაიმსახურა. “Glomo” (Global World Mobile) ჯილდო მიიჩნევა, როგორც მობილური კომუნიკაციების ოსკარი. კომპანიის მიერ წარმოებულმა  Ultra-Wide Band (UWB) Radio Family საუკეთესო პორტალის ინფრასტრუქტურის ნომინაციაში მოიპოვა პირველობა. ასევე წამყვანი ადგილი ერგო 5G Cloud AIR Solution Sprint. კომპანიის მიერ წარმოებული აღნიშნული პროდუქტი განიხილეს, როგორც საუკეთესო ქსელის პროგრამული მსხვილი სამეცნიერო, ტექნიკური მიღწევა.

მობილური კავშირგაბმულობის სექტორის მომავალს 5G ქსელების განვითარება წარმოადგენს. 5G ქსელების გააქტიურება, კავშირის სიჩქარის 100-ჯერ გაზრდას შეუწყობს ხელს და ამსთანავე  მონაცემთა გადაცემის ხარისხსს გააუმჯობესებს.

Huawei-ის კომპანია 5G ქსელების სექტორში მოწინავეა, ვინაიდან კომპანია 2009 წლიდან ახორციელებს 5G სექტორში ინვესტირებას.  ორშაბათს, Mobile World Congress-ზე Huawei-მ   აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 45 ოპერატორთან ურთიერთგაგების მემორანდუმები გამოაცხადა. კომპანიის ოფიციალური განცხადებით, ისინი 30 კომპანიასთან წინასწარ კომერციულ სასამართლოებს უკვე ახორციელებენ.

კონგრესის მსველობისას, ცნობილი გახდა Huawei-ის პირველი 5G სმარტფონის გამოსვლის თარიღიც. კომპანიის პირველი 5G სმარტფონი 2019 წლის პირველი, სამი თვის პერიოდში გამოვა ბაზარზე.

5G ქსელის განვითარება, არა მხოლოდ სმარტფონების ინდუსტრიას გააუმჯობესებს, არამედ ის განავითარებას ავტომანქანებს და მედია საშუალებებს. რაც გამოიხატება უკეთესი კომპიუტერული ტექნიკის, სწრაფი გადაცემათა ქსელების დანერგვაში.[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები