აპრილი15 , 2024
ბიზნესიNetflix-ის პირველი ჩინურენოვანი სერიალი

[:ka]Netflix-ის პირველი ჩინურენოვანი სერიალი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

Netflix – ამერიკის ონლაინ სთრიმინგის კომპანია საბოლოოდ, ჩინეთის ბაზარს ესტუმრა და სერიალის ჩინურ ენაზე გამოშვებას გეგმავს.

Netflix-მა პარტნიორობა, ჩინეთის პოპულარულ ონლაინ პორტალთან, ონლაინ ტელევიზია iQiyi-სთან გადაწყვიტა. Netflix-ის  ჩინურ ენაზე გამოშვებული პირველი სერიალის სახელწოდება Bardo (ბარდო)  იქნება.

Netflix-მა თანამშრომლობა, IFA Media-ს ჯილდოს მფლობელ კომპანიასაც გამოუცხადა.

“ბარდო” 8 ეპიზოდისგან შემდგარი ჩინურ-ენოვანი სერიალი იქნება, ზებუნებრივი ციხიდან გაქცევის ტრილერი, ისტორიას პატიმრის შესახებ გვიყვება, რომელიც ცდილობს, რომ თავი სიკვდილისგან დაიხსნას. სერიალი Netflix-ის მომხმარებლებისთვის მსოფლიოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

Netflix-ისა და iQiyi-ის თანამშრომლობა დადებითად აისახება ჩინურ ბაზარზე, მაყურებელთა რიცხვი თვეში 500 მილიონზე მეტი იქნება.

ჩინეთის მარეგულირებელი სატელევიზიო ინდუსტრიის ბარიერი Netflix-ის კომპანიის მთავარი პრობლემაა, რადგან ბარიერმა შეიძლება მის საქმიანობას ხელი შეუშალოს.

“ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს პირდაპირი ურთიერთობა ჩინეთთან, მთავარია როდის და როგორ, ზუსტად ამ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ დროთა განმავლობაში “ – განაცხადა რობერტ როიმ, Netflix-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები