Home კულტურა წიგნის საერთაშორისო დღე: 5 წიგნი ჩინეთის შესახებ

[:ka]წიგნის საერთაშორისო დღე: 5 წიგნი ჩინეთის შესახებ[:]

0
1244

[:ka]

გუშინ 23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღეს მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე  23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ, 1996 წლიდან კი მისი აღნიშვნა დაიწყო.  აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით იქნა მიღებული და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. იუნესკოს რეზოლუციაში ნათქვამია: “ვინაიდან წიგნი კაცობრიობის ისტორიაში ცოდნის გავრცელებისა და დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, 23 აპრილი ყოველწლიურად წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ ცხადდება”.

შემოგთავაზებთ 5 ყველაზე გამორჩეულ წიგნს ჩინეთისა და მისი კულტურის შესახებ, რომელთაგან 4 ინგლისურ, ხოლო 1 ჩინურ ენაზეა. ცნობილ მკვლევართა მიერ დაწერილ ნამუშევრებში საუკეთესოდაა აღწერილი ჩინეთის კულტურა, მისი ფესვები და განვითარების პერსპექტივები.

1. ციტატები კონფუციდან

[ფოტო/chinadaily]

ეს არის კონფუცის ციტატების ორენოვანი გამოცემა, რომელიც ითვლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება ჩინელი ხალხის აზროვნების ჩამოყალიბებაში.

2. ჩინური ხალხური ხელოვნების სერიები 

[ფოტო/chinadaily]

წიგნი შანხაის სახალხო ხელოვნების საგამომცემლო სახლის გამოცემაა. სერიებში შეხვდებით, როგორც ესეებს, ასევე ილუსტრაციებს. სერიაში შესული ყველა წიგნი ერთ თემას- ჩინურ ხალხურ ხელოვნებას ეძღვნება. მმკითხველს შესაძლებლობა აქვს დეტალურად გაეცნოს ქაღალდის ჭრის, ტრადიციული ტანისამოსის შექმნის უძველეს ხელოვნებას.

3. ჩინური იეროგლიფები

[ფოტო/chinadaily]

ეს წიგნი ძალიან ღრმა და ზუსტ შეფასებას მოგცემთ ჩინური იეროგლიფების კულტურის შესახებ. შესანიშნავად ილუსტრირებული იოროგლიფები გაჩვენებთ, რომ ყველაზე ძნელი ენის შესწავლის პროცესიც კი ხალისიანი და სასიამოვნო შეიძლება იყოს.

4. ჩინეთის სიმბოლოები

[ფოტო/chinadaily]

თუ გსურთ, ჩინეთის კულტურის შეცნობა ამ წიგნს უნდა გაეცნოთ. ამ წიგნში ერთადაა თავმოყრილი ათასობით კულტურული სიმბოლო, თავისი განმარტებითა და ისტორიით.

5. ძიანგსუს სიმბოლოები (ჯიბის გამოცემა)

[ფოტო/chinadaily]

თუ თქვენ ეძებთ ძიანგსუს კულტურის პორტატულ სახელმძღვანელოს ძიანგსუს სერიის სიმბოლოები იდეალური არჩევანია. აქ გაერთიანებულია რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მრავალი მაჩვენებელი, მათ შორის სუჭოუს ბაღი, ქუნცის ოპერა, ნაქარგები და ხალხური მუსიკა.

[:]

NO COMMENTS