მაისი1 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ეკონომიკა: ჩინური იუანის ისტორია

[:ka]ეკონომიკა: ჩინური იუანის ისტორია[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინურ ფულს მრავალი წლის ისტორია აქვს, თუმცა დღეს გამოყენებადი ვალუტის -იუანის- ისტორია  ორმოცდაათ მეტ წელზე ითვლის. იუანი თავის მხრივ იყოფა 10 ძიაოდ. დღეს გამოიყენება ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ 1987 და 1999 წლებში გამოშვებული იუანი. თავისი ისტორიის განმავლობაში სახალხო ბანკმა სულ ხუთჯერ განაახლა იუანი.

პირველად იუანი 1948 წლის 1-ლ დეკემბერს გამოუშვეს, რომელმაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ქვეყნის ერთიანი ეკონომიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. 1955 წლის მარტში ახალი სახით გამოუშვეს იუანი. ამჯერად ახალი კუპიურებისათვის ახალი ტიპის  ტექნოლოგიები გამოიყენეს, რის შედეგადაც უფრო დაიხვეწა ახალი ფული. 1966 და 1967 წლებში მესამეჯერ მოხდა ჩინური ფულის განახლება. მესამე ტიპის კუპიურებზე აისახა იმდროინდელი ეკონომიკის სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება. ამავდროულად კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა საბეჭდი ტექნოლოგიები.

ეკონომიკური პროცესებისათვის ფეხის ასაწყობად 1987 წლის 27 აპრილს  მეოთხეჯერ დამზადდა ახალი კუპიურები. ამჯერად ახალ კუპიურებზე ყურადღება გამახვილდა ჩინეთის მრავალფეროვან კულტურაზე, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების განსაკუთრებულ თვისებებსა თუ კულტურულ ძეგლებზე.

ბოლოჯერ 1999 წლის პირველ ოქტომბერს განახლდა იუანი. კუპიურები წარმოდგენილი იყო და ამჯერადაც წარმოდგენილია 1 ან 5 ძიაოთი და 1, 5, 10,20, 50, 100 იუანიანით.  5 ძიაო შეიძლება იყოს როგორც ქაღალდის კუპიურით წარმოდგენილი, ასევე მონეტებით. გარდა ამისა, 1-იუანიანი არსებობს როგორც ქაღალდის ფული, ასევე მეტალის ფული. კუპიურები ერთმანეთისგან ფერებით განსხვავდება ახალი ფულის დასამზადებლად გამოიყენეს ფულის ბეჭდვის უცხოური ტექნოლოგიები. თანამედროვე კუპიურებზეც წარმოდგენილია ჩინეთის სხვადასხვა ლამაზი და საინტერესო ადგილი. რომლებიც ტურისტებში უფრო მეტად აღძრავს მონახულების სურვილს.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები