Home კულტურა მეცნიერება კიბერ-თავდასხმები კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება

[:ka]კიბერ-თავდასხმები კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება[:]

0
4349
[ფოტო/Agencies]

[:ka]

კიბერუსაფრთხოება ჩინეთისთვის კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. დღეს, ელექტრონული თავდასხმები მსოფლიოშია გავრცელებული და მას ბოლო არ უჩანს.

ჩინეთის უსაფრთხოების რისკების მონიტორინგის ორგანოს მონაცემებით, იანვრიდან-ოქტომბამდე ჩინეთში 17.5 მილიონი კიბერშეტევა განხორციელდა, რომელთა უმრავლესობა განხორციელებული იყო საზღვარგარეთიდან. მათივე თქმით, ონლაინ თავდასხმების უმრავლესობა იყო Trojan-ის ვირუსები, რომელთა საერთო რაოდენობამაც 17.23 მილიონს მიაღწია.

კიბერშეტევათა რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო გასულ წლებშიც. კონკრეტულად, 2015-2016 წლებში 17 მილიონზე მეტი კიბერშეტევა განხორციელდა ჩინეთში. “ნათლად ჩანს, რომ ჩვენი უსაფრთხოების მდგომარეობა ჯერ კიდევ სუსტია”- განაცხადა ლი ძიამ, მონიტორინგის წამყვანი ოფისის, ხელისუფლების საქმიანობის განყოფილების დირექტორის მოადგილემ. მისივე განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოება და ბიზნესი მხოლოდ პრობლემის ნაწილია. კიბერდანაშაული ხალხთა საცხოვრებელ სახლებში ინტელექტუალური მოწყობილობებისკენაცაა მიმართული, მათ შორის ინტერნეტ გადამცემებისა და ჭკვიანი ტელევიზორებისკენ.

“ჩვენ შეგახსენებთ უსაფრთხოების ხარვეზებს, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ერის ქსელს ჩვენი უმაღლესი თანამდებობის პირების, მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს. თუკი ჩვენ, წინასწარ აღმოვაჩენთ კიბერ თავდასხმის საფრთხეს სახელმწიფო ორგანოებზე, ჩვენ მათ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამის შესახებ და დავეხმარებით მათ პრობლემის აღმოფხვრაში”- განაცხადა ლი ძიამ.

[:]

NO COMMENTS