Home Lifestyle ”მანთოუ” – სიცოცხლის პური

[:ka]”მანთოუ” – სიცოცხლის პური [:]

0
3534

[:ka]

ორთქლზე დამზადებული ფუნთუშები ან უფრო მოკლედ, რომ ვთქვათ მანთოუ ჩრდილოეთ ჩინეთის ტრადიციულ საკვებთაგან ერთ-ერთია. მისი შეძენა ჩინეთის ნებისმიერ მხარეშია შესაძლებელი სულ ღარაც 1 იუენად. თუმცა, მაღაზიის დახლებზე შეძენილი მანთოუ სრულიად განსხვავდება ტრადიციული წესით დამზადებული ფუნთუშებისაგან, რომელთა მომზადებასაც ზოგჯერ მთელი დღე სჭირდება.

მანთოუს მომზადების წესები განსხვავდება რეგიონების მიხედვით. მაგალითად, შანტუნგის პროვინციაში არსებობს სპეციალური საფუარი ტრადიციული ფუნთუშების მოსამზადებლად. საფუარი, რომელსაც მანთოუს დასამზადებლად იყენებენ ბრინჯის ფქვილისა და ადგილობრივი მცენარის, ხაოცაოსგან ამზადებენ. ადგილობრივებს სჯერათ, რომ მხოლოდ მთვარის მეშვიდე თვეს დაკრეფილი ხაოცაოსგან  მზადდება საუკეთესო საფუარი ფუნთუშებისთვის.

რაც შეეხება მანთოუს მომზადების წესს, მის მომზადებას იწყებენ საღამოს და ასრულებენ მეორე დღეს. თავდაპირველად, საფუარს ურევენ ფქვილს და კვერცხს, რათა მოიზილოს ცომი. შემდგომ, ერთიან მასას ათავსებენ სპეციალურ დანადგარზე, რომლის ქვემოდან ამოდის ორთქლი და ტოვებენ მასზე მთელი ღამით. ღამის განმავლობაში ცომი ამოდის, რის შემდეგაც იწყება მთავარი ეტაპი ფუნთუშების მოსამზადებლად. ცომს კარგად ამუშავებენ ხელში, რის შემდეგაც აძლევენ მას სასურველ ფორმას.

[:]

NO COMMENTS