მაისი4 , 2024
ბიზნესისმარტფონების უახლესი მოდელები ქირით

[:ka]სმარტფონების უახლესი მოდელები ქირით[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

საზიარო ეკონომიკის ფარგლებში სმარტფონების გაქირავება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ახალი პროექტის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია იქირაოს iPhone – ის ახალი მოდელი ერთი წლით, დღეში 9.9 იუენად.

სახლის მოწყობილობათა უზარმაზარმა კომპანიამ, Gome – მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩინეთის 1,600 მაღაზიამ  სმარტფონი გაქირავების მომსახურება ოფიციალურად დაიწყო. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს iPhone 7 (32G) ერთი წლის განმავლობაში 300 იუანად, ($ 45) თვეში. მათ მიერ ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ ცხადყო, რომ ადამიანები, საშუალოდ სმარტფონებს 17 თვეში ერთხელ ცვლიან. ახალი პროექტი კი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ სმარტფონის ბოლო მოდელი იაფად. ყოველთვიური გადახდები შეამცირებს ზეწოლას მომხმარებლებზე. ისინი წინასწარ უნდა გაეცნონ გაქირავების სერვისს და საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ რეაგირება.

გარდა Gome-ისა, ათეული გიგანტური კომპანია სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს მსგავს მომსახურებას. მათ შორისაა ელექტრონული კომერციის გიგანტი JD.com და ჩინეთის ყველაზე მსხვილი გადახდების კომპანია Alipay.

სმარტფონების გაქირავების სერვისი ჯერ კიდევ ინკუბაციის ეტაპზეა. სათანადო ფუნქციონირებით, ეს ახალი სერვისი არა მხოლოდ სამრეწველო ნარჩენების შემცირებას გამოიწვევს, არამედ ის კარგი საინვესტიციო არჩევანი გახდება.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები