Home ბიზნესი ლაგარდი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათაო ოფისი შესაძლოა ათ წელიწადში პეკინში დაფუძნდეს

[:ka]ლაგარდი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათაო ოფისი შესაძლოა ათ წელიწადში პეკინში დაფუძნდეს[:]

0
4823
ჩინეთის პრემიერის ლი ქ'ციანგის შეხვედრა ქრისტინ ლაგარდიმთან. პეკინი, ჩინეთი. 14 მაისი, 2017. [ფოტო ლიუ ჭანი/ China News Service]

[:ka]24 ივლისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა ქრისტინ ლაგარდიმ ვაშინგტონში გლობალური განვითარების ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ორგანიზაციაში უკეთ იქნება წარმოდგენილი და მისი ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, ასევე თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) რეფორმებს არ შეწყვეტს, შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათაო ოფისი, ვაშინგტონის ნაცვლად, პეკინში დაფუძნდეს.

ლაგარდიმ  აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემდეგი ათი წლის პრიორიტეტი მისი წევრი ეკონომიკების უკეთ წარმოჩენაა.

“თუ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი მსხვილი, განვითარებადი, რისკის ქვეშ მყოფი საბაზრო ეკონომიკა უკეთ წარმოჩინდება,”- განაცხადა ლაგარდიმ.

2010 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დააწესა მმართელობის რეფორმები, თუმცა ისინი არ განხორციელებულა მანამ, სანამ 2015 წელს აშშ-ს კონგრესმა არ დაამტკიცა გეგმა. აღნიშნულმა რეფორმებმა გააორმაგა კვოტა და  საერთაშორისო სავალუტო ფონდში ამომრჩეველთა აქტივობა. ამას მოჰყვა ევროპაში გაფართოებული ეკონომიკა და განვითარებად ბაზარზე ეკონომიკის ზრდა.

ცნობილია ისიც, რომ 2016 წლის დეკემბერში IMF-ის მმართველმა საბჭომ აღმასრულებელ საბჭოს მოუწოდა იმუშაოს კვოტის მიმოხილვის ახალ რაუნდზე, რომლის მიზანია შეისწავლოს 2019 წლის მიმოხილვა.

 

 [:]

NO COMMENTS