მაისი1 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"საზოგადოება: ჩინეთის დისნეილენდი

[:ka]საზოგადოება: ჩინეთის დისნეილენდი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

დისნეილენდი არის ერთ–ერთი საინტერესო ადგილი მცირეწლოვანი თუ უკვე ზრდასრული ტურისტებისათვის. ჩინეთში სტუმრობისას ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა ჰონგ–კონგსა და შანხაიში ეწვიონ დისნეილენდს.

ჰონგ–კონგის დისნეილენდის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები 1999 წლის თებერვალში დაიწყო, 2005 წლის სექტემბერში კი პარკი ოფიციალურად გაიხსნა. პარკი გაშლილია 126 ჰექტარზე. გარდა იმისა, რომ დისნეილენდში უამრავი ატრაქციონი და გასართობია, ასევე შეიძლება დასავლური და ჩინური დღესასწაულის აღნიშვნა, რაც განსაკუთრებულს ხდის ამ ადგილს სხვა დისნეილენდებისგან. პარკი დაყოფილია შვიდ ზონად, რომლებშიც   დისნეის პერსონაჟებიც  სიხარულით ელიან სტუმრებს.  დისნეილენდი დამთავლიერებლებს სთავაზობს სპეციალურ მობილურ აპლიკაციას, რომელიც აწვდის ინფორმაციას მდებარეობის შესახებ, სამუშაო საათების, ფასებისა და გასართობების შესახებ, გარდა ამისა, შესაძლებელია დაჯავშნაც.

შანხაის დისნეილენდი 2016 წლის 16 ივნისს გაიხსნა ოფიციალურად და ისიც შვიდ ზონად არის დაყოფილი და 390 ჰექტარს იკავებს.  პარკს აქვს საკუთარი ორი თემატური სასტუმრო. გახსნიდან ერთი წლის განმავლობაში შანხაის დისნეილენდმა მიიღო 11მლნ. სტუმარი და უკვე გადაასწრო პარიზისა და ჰონგ–კონგის დისნეილენდებს. მასაც აქვს მობილური აპლიკაცია სტუმრებისათვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შანხაის დისნეილენდის შესასვლელი ბილეთები შედარებით დაბალ ფასად იყიდება და სხვადასხვა ასაკის სტუმარს სხვადასხვა შეღავათებს სთავაზობს.

ამგვარად, დისნეის პერსონაჟების ნახვა და დაუვიწყარი დროის გატარება უკვე ჩინეთის ორ ქალაქში არის შესაძლებელი.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები