აპრილი22 , 2024
"ჩინეთის ექსპერტი 2017"საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები _ "ერთი სარტყელი, ერთი გზა"

[:ka]საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები _ “ერთი სარტყელი, ერთი გზა”[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

საქართველოს განსაკუთრებული გეოგრაფიულ-პოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობის და, ასევე, რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის გათვალისწინებით, რთულია მოიძებნოს ქვეყანა, რომელთანაც მას პირდაპირი ან ირიბი კავშირი არ ჰქონია. ბუნებრივია, საქართველოს გარკვეული შეხება ჰქონდა ე.წ. „აბრეშუმის გზასთანაც“, რომელიც ძვ.წ. მეორე საუკუნიდან ახ.წ. მეთხუთმეტე საუკუნემდე ევროპასა და აზიას შორის ძირითად მაკავშირებელს წარმოადგენდა. მართალია, საქართველო არასოდეს არ წარმოადგენდა „აბრეშუმის გზის“ ძირითად ნაწილს – ის ერთ-ერთი შემოვლითი გზა იყო (ამაზე მეტყველებს ისიც, რომ „აბრეშუმის გზის“ ჩინურ თუ სხვა რუკებზე ძირითადი მარშრუტი ზოგჯერ კვეთს საქართველოს, ზოგჯერ – არა), მაგრამ ცნობები ჩინეთის შესახებ საქართველოში უძველესი დროიდან მოიპოვება, ხოლო „აბრეშუმის გზის“ ჯერ კიდევ უფრო სამხრეთით გადატანამ, ხოლო შემდეგ, საერთოდ გაუქმებამ სერიოზული ეკონომიკურ-პოლიტიკური ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას.

2013 წელს, ჩინეთის პრეზიდენტმა წარადგინა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ანუ „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ პროექტი. გრანდიოზული პროექტი გულისხმობს, ჭანგ ციენისა (ძვ. წ. II ს.) და ჭენგ ხეს (ახ.წ. XV ს.) მიერ წამოწყებული სახმელეთო და საზღვაო სავაჭრო გზების აღდგენა-გაფართოებას, სიანიდან ვენეციამდე სახმელეთო და ცუენჭოუდან ვენეციამდე საზღვაო „სარტყელის“ შექმნას და მიზნად ისახავს ევრაზიის კონტინენტზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას. პირვანდელ პროექტში საქართველო ასევე არსად არ იყო ნახსენები, თუმცა სიტუაცია მალევე შეიცვალა – ფაქტობრივად ერთ წელიწადში, ძირითადმა მარშრუტმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა და ჩვენც მის ნაწილად ვიქეცით.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები