Home პოლიტიკა სი ძინფინგისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრამ ხაზი გაუსვა ჩინეთის როლს სამშვიდობო...

[:ka]სი ძინფინგისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრამ ხაზი გაუსვა ჩინეთის როლს სამშვიდობო ინიციატივაში[:]

0
1762
[ფოტო/Xinhua]

[:ka]

25 მარტს, ჩინეთს არაოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ეწვია. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პეკინში პრეზიდენტ სი ძინფინგს შეხვდა.

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგსა და კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შორის შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ  ჩინეთი კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ბირთვული საკითხების მოგვარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

პეკინში ლიდერთა შეხვედრის დროს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა განაცხადა, რომ ჩინეთი კვლავ აქტიურად გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას  კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებაში და მუდმივად იმუშავებს ყველა მხარესთან, რათა დროულად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა.

სი ძინფინგისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას მომავალში სხვა მოლაპარაკებებიც მოჰყვება, რომელთა შორისაა აპრილში დაგეგმილი სამიტი კიმ ჩენ ინისა და კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტ მუნ ჯე ინის შორის.

ვაშინგტონში, სტიმსონის ცენტრის აღმოსავლეთ აზიის პროგრამის კოორდინატორმა იუნ  სუნმა განაცხადა: “მნიშვნელობა (სი ძინფინგისა და კიმის შეხვედრის მნიშვნელობა) არის ის, რომ ჩინეთი კვლავ აჩვენებს მსოფლიოს იმას, რომ ის ამ პროცესში შეუცვლელია და არ შეიძლება გამოირიცხოს.”

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შორის პეკინში გამართულმა შეხვედრამ, აჩვენა, რომ კორეას, ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გამართული სამიტების დროს ჩინეთი არ იქნება პერიფერიული და მიმდინარე მოვლენებში აქტიურად ჩაერთვება.

 [:]

NO COMMENTS