Home Projects "სარტყელი და გზა" სინო-ყაზახური კავშირები “მისაბაძი მაგალითია“

[:ka]სინო-ყაზახური კავშირები “მისაბაძი მაგალითია“[:]

0
5791

[:ka]Sino-Kazakh ties 'set example'

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგის დახვედრა (მარცხნივ) ყაზახეთის პირველი დელეგატის, პრემიერ მინისტრიზ ასკარ მამინის  მიერ, ასტანაში, ყაზახეთი, 7 ივნისი, 2017.

ჩინეთი და ყაზახეთი ხელს მოაწერს თანამშრომლობაზე, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია, მათ შორის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ერთობლივ მშენებლობას – განაცხადა, საკუთარ წერილში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა.

ჩინეთის პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გუშინ ჩაფრინდა. ჩასვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მან განაცხადა, რომ სინო-ყაზახური მეგობრული ურთიერთობა, თანაბარი მოპყრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი შეღავათები „მისაბაძი მაგალითია“.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, ბოლო 25 წლის განმავლობაში,  ორმა ქვეყანამ გააძლიერა პოლიტიკური ნდობა, განაგრძო პრაგმატული თანამშრომლობა ყველა სფეროში სტაბილურად და გააძლიერა კოორდინაცია გლობალურ და რეგიონალურ საკითხებში.

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენთი მესამედ ეწვია ცენტრალური აზიის ქვეყანას. იქ ყოფნის პერიოდში სი დაესწრება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ყოველწლიურ სამიტსა და ასტანა ექსპო 2017-ის გახსნას.

Sino-Kazakh ties 'set example'

ვიზიტისას, პრეზიდენტმა კეთილდღეობა უსურვა ყაზახელ ხალხს, და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორი ქვეყნის პრეზიდენტის მეგობრობას. ყაზახეთის გაზეთში „პრავდა“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა გამოთქვა ჩინეთის მზაობა და ხელშეწყობა ყაზახეთთან ერთად „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ინიციატივის მშენებლობისთვის.

 

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის SCO- ს კვლევის ცენტრის გენერალურმა მდივანმა სუნ ჭუანგჭიმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერება „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში სხვა მხარეებისთვის დამაჯერებელი მოდელი გახდება.

პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ასევე აღნიშნა ვიზიტისას, რომ  პეკინი და ასტანა საჭიროებენ მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ თანამშრომლობას და განვითარებას იმ პროგრამების შემუშავებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნას შორის ხალხთა დაახლოებას. “ჩინეთი ხელს შეუწყობს ყაზახეთის მოქალაქეებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოინახულონ ჩინეთი და რაც შეიძლება ხშირად ეწვიონ ქვეყანას, რათა მათ საკუთარი თვალით იხილონ ულამაზესი ” ულის დალა ელი “.  მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ორ მხარეს შორის უსაფრთხოების გაძლიერება შედეგად, ნავთობისა და გაზსადენების უსაფრთხოებასა და სხვა მსხვილი პროექტების უსაფრთხოებაზე იმოქმედებს.

მან ასევე დასძინა, რომ ასტანა ექსპო 2017მომავლის ენერგიაა და  გლობალური ტენდენცია მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისკენ, რომელიც მაღალ შეთავსებადია ჩინეთის ინიციატივასთან „ერთი სარტყელი ერთი გზა“ მწვანე გზის ფარგლებში.[:]

NO COMMENTS