აპრილი18 , 2024
ახალი ამბებიჩინეთი ეკონომიკური ზრდის მთავარ მიზეზად ინოვაციებს მიიჩნევს

ჩინეთი ეკონომიკური ზრდის მთავარ მიზეზად ინოვაციებს მიიჩნევს

ჩინეთი, თავისი ახალი ეკონომიკური გეგმის მიხედვით, მაღალი ხარისხის ზრდას ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში ხედავს.

-

- Advertisment -spot_img

ეკონომისტების მოსაზრებით, ინოვაციებისკენ ჩინეთის სწრაფვა დააჩქარებს პროდუქტიულობის ზრდას და წარმოშობს უფრო განვითარებად ინდუსტრიებს, რაც თავის მხრივ, ქვეყნის მაღალი ხარისხის განვითარების იმპულსს გაზრდის.

კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჩინეთმა 2020 წლიდან 2022 წლამდე 4,5 პროცენტიანი საშუალო წლიური ზრდა დააფიქსირა, რომელიც აჭარბებს როგორც იმავე პერიოდის გლობალურ ზრდას, ასევე სხვა ძირითადი ეკონომიკების.

COVID-19-ის გავრცელების მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 2035 წლამდე, საშუალოდ, წლიური ზრდის 4 პროცენტზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს. ამის მიზეზი არის ინოვაცია, რომელიც აძლიერებს ქვეყნის მოდერნიზაციის სწრაფვას სი ძინფინგის ხელმძღვანელობით. მისი მმართველობა კი ეფუძნება სოციალისტური ეკონომიკის ჩინურ მახასიათებლებს და ადაპტირებულია ახალ ეპოქაზე.

ვანგ ციანმა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მთავარმა ეკონომისტმა აშშ-ში დაფუძნებულ Vanguard Investment Strategy Group-ში, განაცხადა: „თუკი [ჩინელი ხალხის] მეწარმეობისა და ინოვაციის სულისკვეთება სრულად იქნება გამოყენებული, ჩინეთის ეკონომიკის გრძელვადიანი პერსპექტივა მოსალოდნელია ოპტიმისტური იყოს“.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთი თანდათან თავს აღწევს COVID-19-ის შეფერხებებს. ამ დროისათვის, ტავარი აქცენტები დემოგრაფიული ცვლილებების, უძრავი ქონების კრიზისისა და უფრო მკაცრი საერთაშორისო გარემოს შექმნისკენაა მიმართული.

ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ეროვნული კონგრესის გახსნით სესიაზე გაჟღერებულ მთავარ მოხსენებაში ხაზგასმულია ინოვაცია, როგორც ჩინეთის მოდერნიზაციისა და ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

მოხსენებაზე დაყრდნობით, ლან წონგმინმა, სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის მკვლევარმა, თქვა, რომ სის ეკონომიკური იდეა ეკონომიკის ინოვაციების ხარჯზე განვითარებას გულისხმობს. იგი ხაზს უსვამს ინოვაციის გადამწყვეტ მნიშვნელობას და ასევე მეთოდოლოგიას ინოვაციების გასაძლიერებლად.

ქვეყნის მოდერნიზაციის ახალი ეტაპის დასაწყებად, 2023 წელს გაუმჯობესდება პოლისები მრავალ სექტორში. მათ შორის მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური პოლიტიკის კორექტირების გაძლიერება, კერძო საწარმოების სიცოცხლისუნარიანობისა და საერთაშორისო ტექნოლოგიური გაცვლების გაძლიერება, აცხადებენ ექსპერტები.

მოსალოდნელია, რომ პოლისების შემქმნელები ამ წელს მიზანმიმართულად შეამსუბუქებენ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რათა ხელი შეუწყონ მაღალტექნოლოგიურ და განვითარებად სექტორებს და ამავდროულად  ფართომასშტაბიანი სტიმულიც შექმნან, თქვა ვანგმა Vanguard-ში.

იმის ნიშნად, რომ პოლისების შემქმნელები ყურადღებას ამახვილებენ სტრუქტურულ სტიმულზე, ჩინეთის სახალხო ბანკმა, კვირას განაცხადა, რომ გაახანგრძლივებს კრედიტების ინსტრუმენტების გამოყენებას ნახშირბადის შემცირების გასაძლიერებლად და ლოჯისტიკის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ცენტრალურმა ეკონომიკურმა სამუშაო კონფერენციამ, რომელიც დასრულდა დეკემბერში, მოითხოვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ ინოვაციების სფეროს უფრო ძლიერი მხარდაჭერა. ამასთან, ხაზი გაუსვა საწარმოების გადამწყვეტ როლს ტექნოლოგიური განვითარების გზაზე.

ქვეყნის მიერ ინოვაციების მოტივაციის ფონზე, საწარმოებს შეუძლიათ მიიღონ დაფინანსების ხელსაყრელი პირობები კვლევისა და განვითარების, ინვესტიციებისა და საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოებისთვის, თქვა ლიუ ლინანმა, ჩინეთის მაკროეკონომიკური სტრატეგიის ხელმძღვანელმა Deutsche Bank-ში.

ლინ ძიანხაიმ, საერთაშორისო საფინანსო ფორუმის ვიცე-პრეზიდენტმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა მდივანმა, ხაზი გაუსვა სახელმწიფო და კერძო საწარმოებისთვის შესაძლობების გათანაბრების მნიშვნელობას, რაც კომპანიებს მისცემს ბიძგს პროდუქტიულობის ზრდისკენ, ტექნოლოგიების განვითარების გაძლიერებით.

ექსპერტების აზრით ინოვაციების გაფილტვრა, ტექნოლოგიური მიღწევები, ციფრული ტრანსფორმაცია და მწვანე ეკონომიკა მოდერნიზაციის პროცესს იმპულსს შემატებს.

ხუ იფანმა, UBS Global Wealth Management-ის აზია-წყნარი ოკეანის მაკროეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, თქვა, რომ ინვესტიციები მაღალტექნოლოგიურ სექტორებში, როგორიცაა მიკროჩიპები, ახალი მასალები, მაღალი დონის აღჭურვილობა, რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი, სავარაუდოდ, წელს აჩვენებს მდგრად ზრდას. ეს დაეხმარება სახელმწიფოს მშპ-ის წლიური ზრდის აღდგენას დაახლოებით 5 პროცენტამდე 2022 წლის 3 პროცენტიდან.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს თანახმად, 2022 წელს მაღალტექნოლოგიური წარმოების ინვესტიციები გაიზარდა 18,9 პროცენტით.

 

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები

%d bloggers like this: