[:ka]

ლაოკანმას(老干妈შემქმნელი თაო ხუაპი, რომლის სახეც თითოეული წიწაკის ზეთის ბოთლის თავსახურზე გამოჩნდა, კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ეპიცენტრში. ბოლო ინფორმაციით, თაო აღარ არის კვების კომპანია “ლაოკანმას” აქციების მფლობელი.

“ლაოკანმა”, რომელიც პოპულარულია თავისი ცხარე ზეთის პროდუქციით მაღაზიის დახლებზე 1996 წლიდან არსებობს და ის ჩინეთში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის ცნობილია.

პროდუქცია პოპულარული და გაყიდვადია არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მას უამრავი ადამიანი მოიხმარს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. Amazon.com-ზე, რომელიც ონლაინ გაყიდვებში ერთ-ერთი წამყვანი ვებ-გვერდია, ლაო კანმა შეფასებულია ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, 5 ვარსკვლავით.

რაც შეეხება ცხარე ზეთის შემქმნელს თაო ხუაპის, მან საკუთარი ბიზნესი 5 წლის ასაკში დაიწყო, საკუთარი რეცეპტის შექმნით ცხარე სოუსისთვის. საბერძნეთის პრეზიდენტის მსგავსად, რომელმაც საკუთარი ბიზნესი თანატოლებთან შედარებით გაცილებით გვიან დაიწყო, თაო არის კარგი მაგალითი ახალგაზრდებისათვის, განსაკუთრებით ქალებისათვის, რომლებიც საკუთარი ოცნებების ასრულებისაკენ ისწრაფვიან.

შემოგთავაზებთ ოთხ კერძს, რომელიც საკმაოდ მარტივია მოსამზადებლად  და  მზადდება “ლაოკანმას” ცხარე ზეთის გამოყენებით. Bon appetite!

ორთქლზე გამომცხვარი ბადრიჯანი “ლაოკანმასთან” ერთად

დავჭრათ ბადრიჯანი ნაჭრებად და მოვაყაროთ ნიორი, რის შემდეგაც მოვათავსოთ ღუმელში 8 წუთის განმავლობაში. გამოღების შემდეგ მოვაპკუროთ ერთი ან ორი ს.კ “ლაოკანმა” და ორი წუთით ისევ დავაბრუნოთ ღუმელში.

ნახევრად შემწვარი ბრინჯი “ლაოკანმასთან” ერთად

დაბალ ცეცხლზე შევათბოთ ორი ს.კ “ლაოკანმა” და რომელიმე მცენარეული ზეთი. დავუმატოთ კვერცხი და წინასწარ მოხარშული ბრინჯი, შემდეგ ავურიოთ. შემდეგ დავუმატოთ კიტრი, სტაფილო და ხახვი. კერძი მზად არის.

ჩაშუშული გოგრა “ლაოკანმასთან” ერთად

კუბიკებად დაჭრილ გოგრას მოვაყაროთ დაჭყლეტილი ნიორი და დავტოვოთ 5 წუთი. შემდეგ დავუმატოთ ერთი-ორი ს.კ “ლაოკანმა” და ცოტაოდენი წყალი. ვადუღოთ მანამ სანამ გოგრა არ დარბილდება.

შემწვარი ტოუფუ  “ლაოკანმასთან” ერთად

მოზრდილი ს.კ ზეითუნის ზეთი შევათბოთ დაბალ ცეცხლზე “ლაოკანმასთან” ერთად, ამას დავუმატოთ ჯინჯერი (ჯანჯაფილი; კოჭა), სოიოს მარცვლები და კუბიკებად დაჭრილი ტოუფუ. ამის შემდეგ, დავამატოთ ცოტაოდენი შაქარი, შავი პილპილი, მარილი და ცოტაოდენი სოიოს სოუსი. სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ ხახვი კერძის გემოს გასაძლიერებლად.

[:]