Home Projects "სარტყელი და გზა" ჩინეთი მეცნიერებს ციფრული აბრეშუმის გზის მშენებლობისკენ მოუწოდებს

[:ka]ჩინეთი მეცნიერებს ციფრული აბრეშუმის გზის მშენებლობისკენ მოუწოდებს[:]

0
4022

[:ka]

ჩინელმა მეცნიერმა კუო ხუატუნგმა აკადემიურ ჟურნალში “ბუნება” სტატია გამოაქვეყნა და მეცნიერებს ციფრული აბრეშუმის გზის ერთობლივი მშენებლობისკენ მოუწოდა.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის განცხადებით, სატელიტური და დედამიწაზე დაკვირვებით მიღებული სხვა მონაცემების გაზიარება, სარტყელი და გზის ინიციატივისთვის მდგრადობის გასაღები იქნება. სტატიაში კუომ ხაზი გაუსვა მრავალფეროვან ბუნებრივ კატასტროფებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და აღნიშნა, რომ ხმელეთის და საზღვაო ეკოსისტემის მდგომარეობის ზუსტი, საიმედო და დროული სამეცნიერო დაკვირვებები ჩვენი უსაფრთხო მომავლისთვის აუცილებელია.

კუო ხუატუნგი იყო ციფრული სარტყელი და გზის პროგრამის თავჯდომარე. პროგრამა ამოქმედდა 2016 წელს ჩინეთის მეცნიერთა მიერ და ინიცირებულია 19 ქვეყნისა და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან თანამშრომლობით.

 [:]

NO COMMENTS