აპრილი29 , 2024
ბიზნესიჩინეთი მომავალში გადასახადების ასაკრეფად Blockhain-ის ტექნოლოგიას გამოიყენებს

[:ka]ჩინეთი მომავალში გადასახადების ასაკრეფად Blockhain-ის ტექნოლოგიას გამოიყენებს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, გადასახადების ასაკრეფად და ელექტრონული ინვოისების გასაცემად ჩინეთი მომავალში Blockhain ტექნოლოგიას გამოიყენებს.

მსოფლიო კრიპტოვალუტების 60 პროცენტი ჩინეთში იწარმოება. ამ კუთხით ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა, თუმცა, მოსალოდნელია, რომ კონკურენცია ამ სფეროში გაიზრდება და სულ უფრო მეტი ქვეყანა მიიღებს ახალ ტექნოლოგიას. ქვეყნის ყველაზე დიდ კონკურენტად შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები მივიჩნიოთ. არიზონელი კონგრესმენი დევიდ შვეიკერტი და დემოკრატი ჯარედ პოლისი ამზადებენ პროექტს სახელად “Blockchain Caucus”. პროექტის მთავარი მიზანი მოსახლეობაში ინფორმაციულობის გაზრდა, ტექნოლოგიის პოპულარიზაცია და სხვადასხვა სფეროში დანერგვა იქნება, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურებში. აშშ-ს გარდა, ბიტკოინი ლეგალურ და ოფიციალურ ვალუტად ცნეს იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. მისი წარმოქმნა, შენახვა, დახარჯვა და შეძენა ხდება ელექტრონულად. ამისთვის საჭიროა არაერთი არსებული პლატფორმიდან რომელიმეზე, მაგალითად, Coinbase-ზე ბიტკოინის საფულის გახსნა, რომლის მართვა შესაძლებელია სმარტფონით, პერსონალური კომპიუტერით, პლანშეტით და ა.შ. ტრანზაქციის დადასტურებას მინიმუმ რამდენიმე წამი და მაქსიმუმ 90 წუთი შეიძლება დასჭირდეს, თუმცა საშუალო მაჩვენებელი 10 წუთია. იმის გამო, რომ ბიტკოინი დეცენტრალიზებული ვალუტაა, არავის შეუძლია ბიტკოინის ანგარიშის გაყინვა. ბიტკოინით ანგარიშსწორება უკვე დაშვებულია ისეთ ონლაინ-მაღაზიებში, როგორიცაა Amazon-ი, eBay, Zappos-ი.

[:]

SourceOn.ge

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები