Home ბიზნესი ჩინეთის პრემიერის ბიზნეს-რეფორმა შანხაიში

[:ka]ჩინეთის პრემიერის ბიზნეს-რეფორმა შანხაიში[:]

0
1470

[:ka]

10 აპრილს პრემიერი ლი ქეციანგი ჩინეთის თავისუფალ სავაჭრო ზონას ეწვია და ხალხს  ბიზნესის შემდგომი გაუმჯობესებისაკენ მოუწოდა.

პრემიერის ხელახალი არჩევის შემდეგ, ეს გახლდათ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შანხაიში. პირველად ის ოფიციალური ვიზიტით შანხაის 2013 წელს, შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის დაარსების დღეს ეწვია.

შანხაიში ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ლი ქეციანგი ჭანგძინგის რაიონში მდებარე თავისუფალი სავაჭრო ზონის საწარმოთა მომსახურების ცენტრს ეწვია და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, ახლადშექმნილი საწარმოების რაოდენობა, წარსულში შექმნილ საწარმოთა რიცხვს 1,5-ჯერ აღემატება.

პრემიერის განაცხადებით, შანხაი წარმატებული ბიზნეს რეფორმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მისივე თქმით, თავისუფალი სავაჭრო ზონის განახლებისათვის ქალაქმა უნდა გამოიჩინოს უფრო მეტი ძალისხმევა, რათა გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო და შემცირდეს ინსტიტუციური ხარჯები.

 [:]

NO COMMENTS