Home ბიზნესი ცოტა რამ ალიბაბას დამფუძნებლის შესახებ

[:ka]ცოტა რამ ალიბაბას დამფუძნებლის შესახებ[:]

0
5432

[:ka]

ოპტიმიზმი, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, მიზნის მისაღწევად დაუღალავი ბრძოლა _ ეს ყველაფერი ახასიათებს ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს ჯეკ მას (ნამდვილი სახელი მა იუნი). ჯეკ მა  იქცა არამხოლოდ ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და დიდი კომპანიის-ალიბაბას დამფუძნებლად. 1998 წელს ინტერნეტ სივრცეში გაჩენილმა ინტერნეტ-მაღაზიამ, ხოლო 1999 წელს  დაარსებულმა ალიბაბას კომპანიამ თანდათან ფეხი მოიკიდა მაშინ ჯერ კიდევ არც ისე განვითარებულ  ბაზარზე  და იქცა ლიდერად. როგორც ჯეკ მამ აღნიშნა, ისინი კვლავ განაგრძობენ მუშაობას სიახლეების დასანერგად. ალიბაბას წარმატების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ალიბაბას ხელმძღვანელები არა დღევანდელი დღით ცხოვრობენ, არამედ დღეს ხედვენ მომავლის კომპანიას და მტკიცედ მიიწევენ დასახული გეგმების განსახორციელებლად და ინტერნეტის მიერ მოტანილი ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას.

ჯეკ მა 1964 წელს ჭეძიანგის პროვინციის ქალაქ ხანგჭოუში დაიბადა. მათემატიკაში სუსტ ჯეკ მას არაერთგზის მოუწია გამოცდების ჩაბარება უნივერსიტეტში მოსახვედრად. თუმცა მათემატიკური ფორმულების დამახსოვრების შემდეგ, მან მაშინ მოახერხა ხანგჭოუს პედაგოგიურ ინსტიტუტში მოხვედრა, როდესაც ახლობლებს იმედი უკვე გადაწურული ჰქონდათ. მისი სპეციალობა უცხო ენები იყო. ხანგჭოუს უცხოელ ტურისტებთან აქტიური ურთიერთობის შემდეგ ინგლისური ენაც ძალიან კარგად ისწავლა. შეუპოვრობის წყალობით მან და მისმა ჯგუფმა მოახერხეს ალიბაბასათვის წარმატება მოეტანათ. დღეს ჯეკ მას იწვევენ მრავალ ადგილას საჯარო ლექციებზე საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, მან მრავალი წოდება მიიღო თავისი მოღვწეობის პერიოდში. მათ შორისა  ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ეკონომიკაში გამორჩეული ადამიანის წოდებები.

ჯეკ მას წარმატების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩავთვალოთ მისი მიზანდასახულობა და შეუპოვარი ხასიათი. “დღეს ძალიან მძიმე დღე იყო, ხვალ უარესი იქნება, ზეგ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისა ხვალ საღამოს ნებდება ხოლმე და ზეგინდელ მზესაც ვეღარ ნახულობს. ამიტომაც არა აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებთ, უნდა ვიყოთ შეუპოვარნი!” ეს რჩევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩინეთის ერთ-ერთი წარმატებული ადამიანის  ხასიათს.

 

[:]

NO COMMENTS