აპრილი23 , 2024
პოლიტიკაამერიკის პრეზიდენტები, რომლებიც სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრნენ ჩინეთს

[:ka]ამერიკის პრეზიდენტები, რომლებიც სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრნენ ჩინეთს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტი 8 ნოემბერს გამართა. ვიზიტის დროს ხელი მოეწერა რიგ  ბიზნეს შეთანხმებებს.

ახლა კი კარგი იქნება, გადავხედოთ ამერიკის იმ პრეზიდენტებისა და პირველი ქალბატონების სიას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის ხშირად სტუმრობდნენ ჩინეთს.

რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი 

1972 წლის თებერვალი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტი 1972 წელს გამართა. ვიზიტს მოჰყვა ჩინეთ-ამერიკის გაერთიანებული შანხაის კომუნიკე 1972 წლის 28 თებერვალს.  ამ ისტორიულმა დოკუმენტმა საფუძველი ჩაუყარა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების განვითარებას. პეკინისა და შანხაის გარდა ნიქსონი ხანგჭოუსაც ეწვია.

US presidents and first ladies who have visited China
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და პირველი ლედი პეტ ნიქსონი სტუმრობენ აკრძალულ ქალაქს, 1972 წლის 25 თებერვალი [ფოტო/IC]

ჯერალდ ფორდი

1975 წლის დეკემბერი 

ამერიკის შეერთებული შტატების 38-ე პრეზიდენტი ჩინეთს 1975 წელს ეწვია. ვიზიზტისას მან განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გამყარებას. პეკინში 5 დღიანი ვიზიტის ფარგლებში მან მოინახულა ჩინეთის დიდი კედელი, ზაფხულის სასახლე და ცის ტაძარი.

US presidents and first ladies who have visited China
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და მაო წეტუნგი, 1975 წლის დეკემბერი [ფოტო/IC]
რონალდ რეიგანი 

1984 წლის აპრილი-მაისი

ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს 1984 წელს ესტუმრა. იგი იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც 1979 წელს ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეწვია ჩინეთს. რეიგანმა და მისმა ცოლმა ნენსი რეიგანმა მოინახულეს პეკინი, შანხაი და სიანი.

US presidents and first ladies who have visited China

რონალდ რეიგანი და პირველი ლედი ნენსი რეიგანი ჩინეთის დიდი კედლის მონახულებისას, 1984 წლის 28 აპრილი [ფოტო/IC]

ბილ კლინტონი 

1998 წლის ივნისი-ივლისი

ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი ჩინეთს საქმიანი ვიზიტით 1998 წლის 25 ივნისიდან 3 ივლისამდე ესტუმრა. 9 დღიანი ვიზიზტის ფარგლებში ის ესტუმრა პეკინს, შანხაის, სიანსა და ჰონგ-კონგს. ვიზიტისას ადგილობრივ ჩინელ ხალხს ესაუბრა და ჩინეთის რეფორმებისა და პოლიტიკის დიდ ცვლილებებს გაეცნო.

US presidents and first ladies who have visited China
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, პირველი ლედი ჰილარი კლინტონი და მათი ქალიშვილი ჩელსი, ტერაკოტას არმია, სიანი, 1998 წლის ივნისი [ფოტო/IC]
ჯორჯ უოლკერ ბუში 

2001 წლის ოქტომბერი, 2002 წლის თებერვალი, 2005 წლის ნოემბერი, 2008 წლის აგვისტო

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჩინეთი ოთხჯერ მოინახულა 2001, 2002, 2005 და 2008 წლებში. ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ის 2005 წელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის მოლაპარაკებებს მართავდა ჩინეთის იმდროინდელ პრეზიდენტთან ხუ ძინთაოსთან. ქვეყნის მთავარმა პირებმა ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და საერთაშორისო საკითხებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, გაეძლიერებინათ ორმხრივი ნდობა ორ ქვეყანას შორის  კონსტრუქციული და კოოპერაციული ურთიერთობების გატარების მიზნით.

US presidents and first ladies who have visited China
ჯორჯ უოლკერ ბუში და პირველი ლედი ლორა უელჩი, ჩინეთის დიდი კედელი, 2002 წლის 22 თებერვალი [ფოტო/IC]
ბარაკ ობამა 

2009 წლის ნოემბერი, 2014 წლის ნოემბერი, 2016 წლის სექტემბერი

ბარაკ ობამა ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით პირველად 2009 წლის ნოემბერში ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბარაკ ობამა ჩინეთის პრეზიდენტ ხუ ძინთაოს შეხვდა და უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო და რეგიონული საკითხები განიხილა. ვიზიტისას ორი ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ ჩინეთისა და აშშ-ს გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის რეგულარული შეხვედრები და გამოცდილებათა გაცვლა მნიშვნელოვანია. პრეზიდენტობის პერიოდში ის ჩინეთს კიდევ 2014-2016 წლებში ეწვია.

US presidents and first ladies who have visited China
ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, 2009 წლის 18 ნოემბერი [ფოტო/IC]

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები