[:ka]
ციშუს ტბა ანხუის პროვინციაში, მთა ხუანგშანზე მდებარეობს. შემოდგომის სეზონზე აქ განმაცვიფრებელი პეიზაჟი იშლება, ვინაიდან წელიწადის ამ დროს ტბა შემოდგომის ნისლით იფარება. განსაკუთრებით ლამაზია განთიადი, როდესაც დილის მზის პირველი სხივები ტბის ზედაპირს ეფინება და აფერადებს. თვალწარმტაცი ბუნება ზღაპრული ხდება.
[:]