[:ka]
ჯულიენ ვანდელი ფრანგი ანტერპრენერია, რომელმაც 6 წლის წინ ჩინური ტრადიციული მედიცინის (TCM) შესწავლა ჩინეთის ქალაქ კუანჭოუში დაიწყო.
მედიცინის სწავლა დედის დაავადების სამკურნალოდ გადაწყვიტა, მას არ უფიქრია, რომ ჩინეთში ოჯახს შექმნიდა და საკუთარ ბიზნესს – ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნების ძიუ ძიცუს სწავლებას დაიწყებდა.
ჯულიენი, 10 წლის წინ, სამზარეულოს ინტერიერის დიზაინერი იყო საფრანგეთში. შემდეგ კი გადაწყვიტა ჩინური მედიცინის შესწავლა კუანჭოუს სამედიცინო უნივერსიტეტში.
თავიდან იგი არ ფლობდა ჩინურ ენას, მაგრამ ახლა, საუბართან ერთად 37 წლის ჯულიენს ნემსის თერაპიის ჩასატარებლად ადმიანის სხეულზე, 300 – მდე ადგილის იდენტიფიცირება შეუძლია.
ჯულიენმა, როგორც ბრაზილიური ძიუ ძიცუს 2006 წლის, საფრანგეთის ჩემპიონმა მსუბუქ წონაში, სპორტის ამ სახეობის სწავლება, კუანჭოუს “თიანხ’” -ს სტადიონზე დაიწყო, სადაც მომავალი მეუღლე – წოუ იუიენი გაიცნო, რომელიც ასევე აღფრთოვანებულია ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნებით და მეუღლეს კარიერულ წინსვლაში ხელს უწყობს.
ჯულიენის ბიზნესი კარგად მიდის, ახლა ის მეორე ბავშვს ელოდება, ამბობს, რომ სიამოვნებს ჩინეთში ცხოვრება, რადგან შეუძლია შეიგრძნოს დასახული მიზნების მიღწევის და ოცნებების ასრულების შესაძლებლობა.
[:]