[:ka]ჩინელების მორიგი გამარჯვება ლონდონის მსოფლიო ჩემპიონატზე[:]

0
4646
ლონდონის მსოფლიო ჩემპიონატი, 2017 წლის 12 აგვისტო. [ფოტო/Agencies]

[:ka]

ჩინელმა იანგ ძიაიუ-მ ქალების 20 კილომეტრიან სპორტულ სიარულში, ლონდონის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

ჩინელმა ახალგაზრდა იანგ ძიაიუ-მ, 1:26:18 – მაჩვენებლით, 20 კილომეტრიანი მანძილი დაფარა.

ჩემპიონატის ბოლო დღეს, მონდომებულმა იანგმა  პერსონალური დროის გაუმჯობესებისთვის მოედნის ხაზი პირველმა გადაკვეთა, როდესაც მისმა ცნობილმა თანაგუნდელმა ლიუ სიოუჭიმ, რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა და პეკინის მსოფლიო რბენის მონაწილემ, ფინიშის ხაზამდე რამდენიმე მეტრით ადრე დისკვალიფიკაცია მიიღო.

რიოს თამაშების ვერცხლის მედალოსანმა, მექსიკელმა  მარიან გუადალუპე გონსალესმა ისევ ვერცხლის მედალი მოიპოვა 1:26:19 მაჩვენებლით, მესამე ადგილი იტალიელმა ანტონელა პალმისანომ დაიკავა 1:26:59 მაჩვენებლით.

[:]