სექტემბერი21 , 2023
კულტურა2017 წლის ხუთი ყველაზე განხილვადი დრამა ჩინეთში

[:ka]2017 წლის ხუთი ყველაზე განხილვადი დრამა ჩინეთში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

  1. ატმისფერი ყვავილის 10 მილი ( A Ten Miles of Peach Blossom )
A Ten Miles of Peach Blossom [ფოტო/ Mtime]

ანალოგიური სახელით ცნობილ ონლაინ-ნოველაზე დაფუძნებული სატელევიზიო დრამა, ატმისფერი ყვავილის 10 მილი, საგაზაფხულო ფესტივალის პატარა ეკრანების ჰიტია.

წარმოსახვით სამყაროში, სადაც მონსტრები, ღმერთები და ადამიანები თანაარსებობენ, ფილმი სიყვარულის ამბავს გვიყვება, 140 ათასი წლის მელია პრინცესასა და 50 ათასი წლის დრაკონ პრინცს შორის.

ისტორიამ ბევრი მნახველის გული მოიგო, თავისი ულამაზესი სცენებით, პოეტური დიალოგებითა და ცნობილი მსახიობებით.

ონლაინ-ნოველის ეკრანიზაცია მკითხველთა განსაკუთრებული მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა.

ნოველა შენიანგ პრესსმა (Shenyang Press) 2009 წელს გამოსცა და მისი 1.1 მილიონი ეგზემპლარი უკვე გაიყიდა.

2. ჯოის ოდა 2 (Ode to Joy 2)

Ode to Joy 2 [ფოტო/ VCG]

სახელგანთქმული ფილმისა და სერიალის “სექსი დიდ ქალაქში” (Sex and the city) ჩინური ვერსია, ჩინეთის პოპულარული ქუჩების დრამა, “ჯოის ოდა” (Ode to Joy) 11 მაისს, ეკრანებზე დაბრუნდა. მისმა პრემიერამ ბევრი მნახველის ყურადღება მიიპყრო.

Ode to Joy 2 [ფოტო/VCG]

ამბავი 5 ახალგაზრდა ქალზეა, რომლებიც შენობის ერთსა და იმავე სართულზე, აპარტამენტში ცხოვრობენ, რომელსაც შანხაიში “ჯოის ოდა” – ეძახიან.

Ode to Joy 2 [ფოტო/VCG]

20-30 წლამდე ასაკის 5 ქალბატონს, სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო წარსული აქვს, მაგრამ ყველა მათგანს უკეთესი ცხოვრება სურს, როგორც სიყვარულში ისე კარიერაში. ხშირად კი ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მოსალოდნელია.

3. აგენტი პრინცესები (Princess Agents)

Princess Agents [ფოტო/VCG]

“მე ძალიან მომწონს მაგიური დრამა, ზოგადად ყოველთვის კორეულ ფილმებს ვუყურებ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩინელი მსახიობები ძალიან ნიჭიერები არიან და, შესაბამისად, ისტორიაც მშვენიერია,”- განაცხადა კანადელმა, ვებგვედ “Youtube”-ის ონლაინ მომხმარებელმა სარა როხასმა.

Princess Agents [ფოტო/VCG]

დრამა 5 ივნისს გამოჩნდა ეკრანებზე.

ისტორია, ჩრდილოეთ ვეის დინასტიის (386-534) დროს შექმნილ ქაოსურ მდგომარეობას ეხება, როდესაც უდანაშაულო მოქალაქეებს იტაცებდნენ და მონებად აქცევდნენ, ამბის მთავარი გმირი ქალია, რომელიც მონიდან წარმატებულ სამხედროდ გადაიქცა, ადამიანების გულში კი ის მდედრობითი სქესის გენერლად აღიქმებოდა.

Princess Agents [ფოტო/VCG]

აგენტი პრინცესები ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით გადის, უცხოელ მაყურებლებს კი ინგლისური ვერსიის ნახვა, 6 საათის შემდეგ “Youtube” – ის ვებ-გვერდზე შეუძლია.

Princess Agents [ფოტო/VCG]

უცხოელი მაყურებლების რიცხვის ზრდისთვის, პროდიუსერებმა “Youtube” – ის ვებ-გვერდზე, ოფიციალური ანგარიში შექმნეს და 12 ივლისის მონაცემებით 15 მილიონი მნახველი მოიპოვეს.

4. ჩემი ცხოვრების პირველი ნაწილი (The First Half of My Life)

The First Half of My Life [ფოტო/VCG]

“ჩემი ცხოვრების პირველი ნაწილი “- რომელიც 42 სერიისგან შედგება, ცნობილი ჰონგ კონგელი მწერლის იზაბელ ნი იეჰ-სუს (Isabel Nee Yeh-su) ნოველის მიხედვით არის გადაღებული.

The First Half of My Life [ფოტო/VCG]

ვეტერანებითა და ცნობილი მსახიობებით შექმნილი სერიალია, რომელშიც ჩენ ტაომინგი, მეი თინგი, მა ილი და იუენ ცუენი მონაწილეობენ. ისტორია ინსპირაციული ხასიათისაა, რომელიც დიასახლისის წარმატებული კარიერის მქონე ქალბატონად გადაქცევას გვიჩვენებს.

The First Half of My Life [ფოტო/VCG]

დრამის მთავარი გმირი მა ილი, მიამიტსა და ეჭვიან დიასახლისს ლუო წ’ძუნის როლს თამაშობს.

მოულოდნელი განქორწინების შემდეგ, მისი უდარდელი ცხოვრება მარცხს განიცდის.

საუკეთესო მეგობრის დახმარებით, ის ახალ ცხოვრებას იწყებს.

The First Half of My Life [ფოტო/VCG]

სერიალი 4 ივლისს დაიწყო და მას მერე ონლაინ სივრცეში აქტიურად განიხილება.

5. თანგის დინასტიის დიდება (The Glory of Tang Dynasty)

The Glory of Tang Dynasty [ფოტო/VCG]

ლეგენდარული დედოფლის მიერ შთაგონებული სატელევიზიო სერილია, რომელიც “ტალღებს” ქმნის ჩინეთში. ეს სერიალი იანვრის თვის ბოლოდან, პეკინის სატელიტური ტელევიზიის მეშვეობით გადის.

The Glory of Tang Dynasty [ფოტო/VCG]

ანალოგიური სახელით ცნობილ ნოველაზე მორგებული, შენ ჭენჭუს ცხოვრების ქრონიკა, რომელიც  მერვე საუკუნის იმპერატორის ტაიწუნგის ცოლია. მსახიობი ძინგ თიენი შენის  როლს თამაშობს.

The Glory of Tang Dynasty [ფოტო/VCG]

ჯიუტ დედოფალს, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი ხალხისა და ქმრის დაცვისთვის, დამდეგი ვარსკვლავი, ჟენ ძიალუნი თამაშობს.

The Glory of Tang Dynasty [ფოტო/VCG]

სერიალის ბიუჯეტი $38.68 მილიონზე მეტია.

[:]

უახლესი სტატიები

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

ოთხშაბათს, 26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სჩუანის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები