[:ka]
- ატმისფერი ყვავილის 10 მილი ( A Ten Miles of Peach Blossom )
ანალოგიური სახელით ცნობილ ონლაინ-ნოველაზე დაფუძნებული სატელევიზიო დრამა, ატმისფერი ყვავილის 10 მილი, საგაზაფხულო ფესტივალის პატარა ეკრანების ჰიტია.
წარმოსახვით სამყაროში, სადაც მონსტრები, ღმერთები და ადამიანები თანაარსებობენ, ფილმი სიყვარულის ამბავს გვიყვება, 140 ათასი წლის მელია პრინცესასა და 50 ათასი წლის დრაკონ პრინცს შორის.
ისტორიამ ბევრი მნახველის გული მოიგო, თავისი ულამაზესი სცენებით, პოეტური დიალოგებითა და ცნობილი მსახიობებით.
ონლაინ-ნოველის ეკრანიზაცია მკითხველთა განსაკუთრებული მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა.
ნოველა შენიანგ პრესსმა (Shenyang Press) 2009 წელს გამოსცა და მისი 1.1 მილიონი ეგზემპლარი უკვე გაიყიდა.
2. ჯოის ოდა 2 (Ode to Joy 2)
სახელგანთქმული ფილმისა და სერიალის “სექსი დიდ ქალაქში” (Sex and the city) ჩინური ვერსია, ჩინეთის პოპულარული ქუჩების დრამა, “ჯოის ოდა” (Ode to Joy) 11 მაისს, ეკრანებზე დაბრუნდა. მისმა პრემიერამ ბევრი მნახველის ყურადღება მიიპყრო.
ამბავი 5 ახალგაზრდა ქალზეა, რომლებიც შენობის ერთსა და იმავე სართულზე, აპარტამენტში ცხოვრობენ, რომელსაც შანხაიში “ჯოის ოდა” – ეძახიან.
20-30 წლამდე ასაკის 5 ქალბატონს, სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო წარსული აქვს, მაგრამ ყველა მათგანს უკეთესი ცხოვრება სურს, როგორც სიყვარულში ისე კარიერაში. ხშირად კი ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მოსალოდნელია.
3. აგენტი პრინცესები (Princess Agents)
“მე ძალიან მომწონს მაგიური დრამა, ზოგადად ყოველთვის კორეულ ფილმებს ვუყურებ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩინელი მსახიობები ძალიან ნიჭიერები არიან და, შესაბამისად, ისტორიაც მშვენიერია,”- განაცხადა კანადელმა, ვებგვედ “Youtube”-ის ონლაინ მომხმარებელმა სარა როხასმა.
დრამა 5 ივნისს გამოჩნდა ეკრანებზე.
ისტორია, ჩრდილოეთ ვეის დინასტიის (386-534) დროს შექმნილ ქაოსურ მდგომარეობას ეხება, როდესაც უდანაშაულო მოქალაქეებს იტაცებდნენ და მონებად აქცევდნენ, ამბის მთავარი გმირი ქალია, რომელიც მონიდან წარმატებულ სამხედროდ გადაიქცა, ადამიანების გულში კი ის მდედრობითი სქესის გენერლად აღიქმებოდა.
აგენტი პრინცესები ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით გადის, უცხოელ მაყურებლებს კი ინგლისური ვერსიის ნახვა, 6 საათის შემდეგ “Youtube” – ის ვებ-გვერდზე შეუძლია.
უცხოელი მაყურებლების რიცხვის ზრდისთვის, პროდიუსერებმა “Youtube” – ის ვებ-გვერდზე, ოფიციალური ანგარიში შექმნეს და 12 ივლისის მონაცემებით 15 მილიონი მნახველი მოიპოვეს.
4. ჩემი ცხოვრების პირველი ნაწილი (The First Half of My Life)
“ჩემი ცხოვრების პირველი ნაწილი “- რომელიც 42 სერიისგან შედგება, ცნობილი ჰონგ კონგელი მწერლის იზაბელ ნი იეჰ-სუს (Isabel Nee Yeh-su) ნოველის მიხედვით არის გადაღებული.
ვეტერანებითა და ცნობილი მსახიობებით შექმნილი სერიალია, რომელშიც ჩენ ტაომინგი, მეი თინგი, მა ილი და იუენ ცუენი მონაწილეობენ. ისტორია ინსპირაციული ხასიათისაა, რომელიც დიასახლისის წარმატებული კარიერის მქონე ქალბატონად გადაქცევას გვიჩვენებს.
დრამის მთავარი გმირი მა ილი, მიამიტსა და ეჭვიან დიასახლისს ლუო წ’ძუნის როლს თამაშობს.
მოულოდნელი განქორწინების შემდეგ, მისი უდარდელი ცხოვრება მარცხს განიცდის.
საუკეთესო მეგობრის დახმარებით, ის ახალ ცხოვრებას იწყებს.
სერიალი 4 ივლისს დაიწყო და მას მერე ონლაინ სივრცეში აქტიურად განიხილება.
5. თანგის დინასტიის დიდება (The Glory of Tang Dynasty)
ლეგენდარული დედოფლის მიერ შთაგონებული სატელევიზიო სერილია, რომელიც “ტალღებს” ქმნის ჩინეთში. ეს სერიალი იანვრის თვის ბოლოდან, პეკინის სატელიტური ტელევიზიის მეშვეობით გადის.
ანალოგიური სახელით ცნობილ ნოველაზე მორგებული, შენ ჭენჭუს ცხოვრების ქრონიკა, რომელიც მერვე საუკუნის იმპერატორის ტაიწუნგის ცოლია. მსახიობი ძინგ თიენი შენის როლს თამაშობს.
ჯიუტ დედოფალს, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი ხალხისა და ქმრის დაცვისთვის, დამდეგი ვარსკვლავი, ჟენ ძიალუნი თამაშობს.
სერიალის ბიუჯეტი $38.68 მილიონზე მეტია.
[:]