[:ka]Microsoft – მა ჩინეთში კომპიუტერული პროდუქციის ახალი სერია გამოუშვა[:]

0
82
[ფოტო/China Daily]

[:ka]

15 ოქტომბერს კორპორაცია Microsoft – მა ჩინეთში თავისი ყველაზე ძლიერი სენსორული კომპიუტერული პროდუქციის ახალი სერია გამოუშვა. აღნიშნული პროდუქცია შეკვეთითაა დამზადებული და მიზნად ისახავს ტექნიკური გიგანტის პოპულარობის გაზრდას ქალ მომხმარებლებში. სწორედ ამიტომ, პროდუქცია თავისი ხასხასა ფერებით  გამოირჩევა.

Microsoft – ის პროდუქციის მთავარი ოფიცრის პანოს პანაის განცხადებით, აშშ – ს შემდეგ ჩინეთი მეორე უმსხვილესი ბაზარია თავისი “სუპერ ძლიერი ორმაგი ზრდის” მაჩვენებლით.

ჩინეთის ბაზრის კვლევითი კომპანიის Gartner Inc – ის მონაცემებით, ჩინეთში Microsoft – ის პროდუქციის  გაყიდვა 0.8% – ით გაიზარდა, რაც გლობალურ მაჩვენებელს 0.1% – ით აღემატება.

 

 [:]