[:ka]

რა არის ცხარე-მჟავე წვნიანი?

(სუან – მჟავე; ლა – ცხარე; თანგ – წვნიანი)

სუან ლა თანგი (ჩინ. 酸辣汤  suān là tāng), წვნიანი მზადდება ორი ძირითადი ინგრედიენტით ბრინჯის ძმრითა და შავი წიწაკით.  

რამდენად პოპულარულია მსოფლიოში?

სუან ლა თანგი დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოელებში, აღსანიშნავია, რომ წვნიანზე მოთხოვნა განსაკუთრებით ცივ ზამთარში იზრდება.

წვნიანის წარმომავლობაზე უგემრიელესი სამზარეულოს მქონე ორი პროვინცია, სიჩუანი და ხუნანი დავობს.

რა რეცეპტს გთავაზობთ სინომედია?

წარმოგიდგენთ კერძის ტრადიციულ რეცეპტს, თუმცა შემოგთავაზებთ ჩინური პროდუქტების ალტერნატივებს, თუ როგორ ჩავანაცვლოთ ისინი ადგილობრივი პროდუქტებით, ისე რომ კერძს გემო არ შევუცვალოთ. 

გაითვალისწინეთ! ჩინური კერძების მომზადებისას დაგჭირდებათ ღრმა ტაფა და მაღალი ცეცხლი.

ინგრედიენტები: 

100გ ტოუფუ   豆腐 Dòufu

50გ მჭლე ხორცი  瘦肉 shòu ròu

2 კვერცხი  鸡蛋 jīdàn   

10გ სახამებლის (გამჭირვალე) ატრია  粉丝 fěnsī

8ც სოკო (ხის ყური)  木耳 mù’ěr

3ც სოკო  香菇 xiānggū

1 ჩ/კ “ძიძინი” (ქათმის ესენცია) 鸡精 jījīng

2 ჩ/კ პილპილი 胡椒粉 hújiāo fěn

20გ ძმარი 醋  cù

ზეთი (ზომიერად) 油  yóu

მარილი (ზომიერად) 盐 yán

ხახვი (ზომიერად) 葱 cōng

ჯანჯაფილი (კოჭა, ჯინჯერი) (ზომიერად) 姜 jiāng

საკვები სახამებელი (ზომიერად) 淀粉 diànfěn

სეზამის ზეთი (ზომიერად) 香油 xiāngyóu

15გ ქინძი 香菜 xiāngcài 

1 ს/კ სოიოს სოუსი 酱油 jiàngyóu

1 ჯამი ნახარში (ქათმის ან ბოსტნეულის)(高汤)gāotāng

სირთულე: საშუალო      ხანგრძლივობა: 20წთ                გემო: ცხარე-მჟავე

მოამზადეთ: ტოუფუ, სოკო, კვერცხი, სახამებლის (გამჭირვალე) ატრია, დარბილებული ხის ყური, მჭლე ხორცი დაჭრილი ისრებად.

酸辣汤的做法步骤:1

  • დაჭერით ტოუფუ, სოკო, ხის ყური ისრებად. დაალბეთ სახამებლის (გამჭირვალე) ატრია წყალში, შემდეგ დაჭერით მოკლედ.
  • 酸辣汤的做法步骤:2დაჭერით ხახვი და ჯანჯაფილი წვრილად.酸辣汤的做法步骤:3
  • კვერცხი ათქვიფეთ ჯამში.酸辣汤的做法步骤:4
  • ქინძი დაჭერით წვრილად. (ცალკე)酸辣汤的做法步骤:5
  • ღრმა ტაფა გაახურეთ და დაასხით ზეთი. ზეთის გაცხელებისთანავე ტაფაზე მოათავსეთ დაჭრილი ჯანჯაფილი და ხახვი.酸辣汤的做法步骤:6
  • დაამატეთ ისრებად დაჭრილი ხორცი, მოურეთ მოთუშვამდე, არ შებრაწოთ. 酸辣汤的做法步骤:7
  • ჩაამატეთ სოკო და მსუბუქად მოთუშეთ.酸辣汤的做法步骤:8
  • დაასხით 1 ჯამი ნახარში და შემდეგ დაუმატეთ წყალი.酸辣汤的做法步骤:9
  • წყალი რომ წამოდუღდება ჩაყარეთ ტოუფუ, ხის ყური(სოკო) და გამჭირვალე ატრია.酸辣汤的做法步骤:10
  • ჩაყარეთ თქვენთვის საჭირო რაოდენობის სახამებელი, წვნიანის სასურველი სისქის მისაღებად. 酸辣汤的做法步骤:11
  • დაამატეთ სოიოს სოუსი.酸辣汤的做法步骤:12
  • მარილი გემოვნებით. 酸辣汤的做法步骤:13
  • დაამატეთ ჩინური ძმარი.酸辣汤的做法步骤:14
  • ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი და დაელოდეთ მოხარშვას.酸辣汤的做法步骤:15
  • ჩაამატეთ პილპილი, “ძიძინი”- ქათმის ესენცია, სეზამის ზეთში არეული ქინძი და ტაფა გადმოდგით.酸辣汤的做法步骤:16

კერძი მზადაა მისართმევად! 

酸辣汤的做法步骤:17

სასარგებლო რჩევები: 

  1. წიწაკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნედლი ინგრედიენტი წვნიანში, ეცადეთ არ დაიწვას ან არ “აორთქლდეს”, თორემ თქვენი “მჟავე-ცხარე წვნიანი” გადაიქცევა მჟავე წვნიანად.
  2. გამჭირვალე ატრია წყალში ძალიან არ დაარბილოთ, რადგან შემდეგ ისედაც უნდა მოთუშოთ და ფორმას დაკაგავს.
  3. ნახარში ჩაამატეთ სასურველი რაოდენობით, რათა წვნიანი ზედმეტად არ გაცხიმიანდეს. თუმცა შეგიძლიათ წვნიანი მის გარეშეც, მხოლოდ წყლით მოამზადოთ. 
  4. ნახარში შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წვნიანის სუნელით: Image result for 高汤 ან Image result for Gallina Blanca5. მეტი სიცხარისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ლაო კან მა (წიწაკის სოუსი).

[:]