Sinomedia

[:ka]სუან ლა თანგი – ანუ ცხარე მჟავე წვნიანი ჩინურად[:]

http://www.naic.org.cn/html/2017/mstj_1014/27566.html

[:ka]

რა არის ცხარე-მჟავე წვნიანი?

(სუან – მჟავე; ლა – ცხარე; თანგ – წვნიანი)

სუან ლა თანგი (ჩინ. 酸辣汤  suān là tāng), წვნიანი მზადდება ორი ძირითადი ინგრედიენტით ბრინჯის ძმრითა და შავი წიწაკით.  

რამდენად პოპულარულია მსოფლიოში?

სუან ლა თანგი დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოელებში, აღსანიშნავია, რომ წვნიანზე მოთხოვნა განსაკუთრებით ცივ ზამთარში იზრდება.

წვნიანის წარმომავლობაზე უგემრიელესი სამზარეულოს მქონე ორი პროვინცია, სიჩუანი და ხუნანი დავობს.

რა რეცეპტს გთავაზობთ სინომედია?

წარმოგიდგენთ კერძის ტრადიციულ რეცეპტს, თუმცა შემოგთავაზებთ ჩინური პროდუქტების ალტერნატივებს, თუ როგორ ჩავანაცვლოთ ისინი ადგილობრივი პროდუქტებით, ისე რომ კერძს გემო არ შევუცვალოთ. 

გაითვალისწინეთ! ჩინური კერძების მომზადებისას დაგჭირდებათ ღრმა ტაფა და მაღალი ცეცხლი.

ინგრედიენტები: 

100გ ტოუფუ   豆腐 Dòufu

50გ მჭლე ხორცი  瘦肉 shòu ròu

2 კვერცხი  鸡蛋 jīdàn   

10გ სახამებლის (გამჭირვალე) ატრია  粉丝 fěnsī

8ც სოკო (ხის ყური)  木耳 mù’ěr

3ც სოკო  香菇 xiānggū

1 ჩ/კ “ძიძინი” (ქათმის ესენცია) 鸡精 jījīng

2 ჩ/კ პილპილი 胡椒粉 hújiāo fěn

20გ ძმარი 醋  cù

ზეთი (ზომიერად) 油  yóu

მარილი (ზომიერად) 盐 yán

ხახვი (ზომიერად) 葱 cōng

ჯანჯაფილი (კოჭა, ჯინჯერი) (ზომიერად) 姜 jiāng

საკვები სახამებელი (ზომიერად) 淀粉 diànfěn

სეზამის ზეთი (ზომიერად) 香油 xiāngyóu

15გ ქინძი 香菜 xiāngcài 

1 ს/კ სოიოს სოუსი 酱油 jiàngyóu

1 ჯამი ნახარში (ქათმის ან ბოსტნეულის)(高汤)gāotāng

სირთულე: საშუალო      ხანგრძლივობა: 20წთ                გემო: ცხარე-მჟავე

მოამზადეთ: ტოუფუ, სოკო, კვერცხი, სახამებლის (გამჭირვალე) ატრია, დარბილებული ხის ყური, მჭლე ხორცი დაჭრილი ისრებად.

კერძი მზადაა მისართმევად! 

სასარგებლო რჩევები: 

  1. წიწაკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნედლი ინგრედიენტი წვნიანში, ეცადეთ არ დაიწვას ან არ “აორთქლდეს”, თორემ თქვენი “მჟავე-ცხარე წვნიანი” გადაიქცევა მჟავე წვნიანად.
  2. გამჭირვალე ატრია წყალში ძალიან არ დაარბილოთ, რადგან შემდეგ ისედაც უნდა მოთუშოთ და ფორმას დაკაგავს.
  3. ნახარში ჩაამატეთ სასურველი რაოდენობით, რათა წვნიანი ზედმეტად არ გაცხიმიანდეს. თუმცა შეგიძლიათ წვნიანი მის გარეშეც, მხოლოდ წყლით მოამზადოთ. 
  4. ნახარში შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წვნიანის სუნელით:  ან 5. მეტი სიცხარისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ლაო კან მა (წიწაკის სოუსი).

[:]

Exit mobile version